среда, 28 июня 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დასასრულს  უახლოვდება. დღეს  გადავხედეთ  წინა  ტრენინგის  მასალებს. ასევე გადავხედეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  რუბრიკების  ადაპტირებას.ტრენერმა  დაგვავალა  პორტფოლიოს  მოწესრიგება, მან  გადახედა  ჩვენს  ბლოგებს, შეგვახსენა  რომ  ბლოგზე  ყველაფერი  თანმიმდევრობით  უნდა  გვქონდეს  დალაგებული.  განვიხილეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონი, დაგვევალა  გავწეროთ  სასწავლო  პროცედურები.მოვახდინეთ  პორტფოლიოს  გადამოწმება, თუ  რომელ  საქაღალდეში  რა  უნდა  იყოს  მოთავსებული.დაღლილები  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს, მეცხრე დღემდე  რამდენიმე  დღე  გვაქვს  შუალედი,  გოგონები  ერთმანეთს  ეუბნებოდნენ  რომ  მოენატრებოდათ  ერთმანეთი.

вторник, 27 июня 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე  საკმაოდ  დატვირთული  აღმოჩნდა. გადავხედეთ წინა  დღის  მასალას, დავაზუსტეთ  ბუნდოვანი  საკითხები. გავიხსენეთ  ბლოგზე  როგორ  უნდა  დავდოთ  ვიდეოები.განვიხილეთ  მოსწავლის  ნაშრომები, მივეცით  ერთმანეთს  უკუკავშირები, ტრენერისგან  მივიღეთ   რჩევები  საბოლოვო  შესწორებისათვის. ასევე  განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  ადაპტირება. შევავსეთ  კითხვარი  დიფერენცირებულ  სწავლებაზე. დღის  ბოლოს  დაღლილები  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს,

пятница, 23 июня 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

         
           მიუხედავად  იმისა,  რომ  ყველას  თავისი კომპიუტერი  არ  გვქონდა,  რადგან  გარემო  შევიცვალეთ  სხვადასხვა მიზეზების  გამო  და  ვიმუშავეთ  წყვილებში, დღე  საკმაოდ  დატვირთული  და  ხალისიანი  აღმოჩნდა.  განვიხილეთ  რამდენიმე  მოსწავლის  ნაშრომი  და  ერთმანეთს  მივეცით  უკუკავშირი.  ასევე  მივიღეთ  რჩევები  ტრენერისგან. ვისაუბრეთ  ბლოგზე  როგორ  უნდა  დავდით  სურათები  და  ვიდეოები,  როგორ  გადავიტანოთ  პრეზენტაცია  ბლოგზე.  დავალებად  მოგვეცა  საბოლოვოდ  იყოს  ჩამოყალიბებული  მოსწავლის  ნაშრომი  და  ბლოგზე  ატვირთული.  ასევე  უნდა  წავიკითხოთ  მოდული-5,  რომ   შეძლოთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  ადაპტირება  და  დრაივში  შენახვა.

საავტორო უფლებები


четверг, 22 июня 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია.


          ტრენინგების  გაგრძელებასთან  ერთად  მისი  სირთულეებიც  იზრდება.  გადავხედეთ   წინა  დღის  ნამუშევარს  პროექტის  შაბლონზე  და  მივეცით  კოლეგებს  უკუკავშირი.  გავეცანით  როგორი  შეიძლება  იყოს  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი.
         ჩემთვის  ძალიან  საინტერესოა   პროექტებით  სწავლება,  რასაც  ხშირად  გამოვიყენებ  მოსწავლეებთან  მუშაობის  პროცესში.
          მე-5  დღის  რეფლექსია  გაცილებით  რთული  და  საინტერესო  იყო.  საკმაოდ  დაღლილები  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს.

среда, 14 июня 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია




     მეოთხე  დღე  ხალისიანად  დაიწყო. გავამახვილეთ  ყურადღება  მოსწავლეთა მისაღწევ  მისნებზე,  ძირითადად  ვიმუშავეთ  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე.  მივიღეთ  რჩევები  და  უკუკავშირები  კოლეგებისგან.  პირადად  მე  ბევრი რამ  გავიგე  ამ  კითხვებთან  დაკავშირებით,  თუ  როგორ  უნდა დავაინტერესო  ბავშვი  და  ჩავრთა  მუშაობაში.  პროექტებით  სწავლება  თანდათან  რთულდება,  მაგრამ  ვფიქრობ  დაძლევადი  იქნება.

მესამე დღის რეფლექსია



   მესამე  დღის  რეფლექსია;  დღევანდელი  დღე  წინა  დღის  ცოდნის  გახსენებით  დაიწყო.  გადავავლეთ  თვალი  ერთმანეთის  ნამუშევრებს  მოვახდინეთ  მათი  განხილვა, მივეცით  ერთმანეთს  უკუკავშირი.  წარმოვადგინეთ  საშინაო  დავალებები  ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტთან  და  ოცდამეერთე  საუკუნის  უნარ-ჩვევებთან მიმართებით,  დღემ  სასიამოვნოდ  ჩაიარა.

вторник, 13 июня 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


               ზოგადი  კითხვა


რამდენად  მნიშვნელოვანია  ქალის  როლი  საზოგადოებაში?

         
             თემატური  კითხვები



  რატომ  ვსწავლობთ  შუშანიკის  წამებას  დღესაც?

   რამდენად  იცვლებოდა  ეპოქის  შესაბამისად  ქალის  როლი  საზოგადოებაში?


          შინაარსობრივი  კითხვები

     ვინ  არიან  ის  ადამიანები  ვინც  ძალადობას  და  უკანონობას  ეწირებიან?

     როდის  დაიწერა  შუშანიკის  წამება?

     




     



ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები




21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები

     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     საღი მსჯელობა და აღქმა;

     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;

     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;

    

      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.

ადეკვატურად და  პროდუქტიულად  თანამშრომლობა.

სტანდარტთან კავშირი

                                            სტანდარტები  

 ·      სხვადასხვა  აზრის ზეპირი ტექსტების ანალიზი ტონალობის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;

·      ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება. 

     
·      წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;

            კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა; 

·      ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და  წარმოჩენა.

·      სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება  და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

вторник, 6 июня 2017 г.

პროექტის მიზნები



         მოსწავლეები  შეძლებენ;

შუშანიკის  წამებაზე  დაყრდნობით   გაანალიზებას     მეხუთე  საუკუნის  ქალის  როლზე  საზოგადოებასა  და  ოჯახში.

შეადარებენ    ოცდამეერთე  საუკუნის  ქალის  როლთან.

ამოიცნობენ  კონკრეტული  ეპოქისთვის  დამახასიათებელ  ფასეულობებს..

დაწერენ  ესეებს,  რომელშიც  ლიტერატურულ  გამოცდილებაზე  დაყრდნობით  იმსჯელებენ  პრობლემის  შესახებ.

გამოთქვამენ  ვარაუდებს,  შეადარებენ  და  გააკეთებენ  პარალელებს.

 შეადარებენ ერთმანეთს,'  გამოყოფენ    მათ  შორის  საერთო  და  განმასხვავებელ  ნიშნებს.

გააკეთებენ  დასკვნას  და პრეზენტაციის  სახით  წარუდგინენ  აუდიტორიას.




იდეა
          ქალის  როლი  და უფლებები  მეხუთე  საუკუნეში  და  დღეს.

       მოსწავლეები  შუშანიკის  წამებაზე  დაყრდნობით  შეისწავლიან  მეხუთე  საუკუნის  ქალის  როლს  საზოგადოებასა  და  ოჯახში  და  შეადარებენ  ოცდამეერთე  საუკუნის  ქალებს.  ისინი  გაეცნობიან  ქალთა  უფლებებს,  შეადარებენ  მათ ერთმანეთს,  გამოყოფენ  მათ  შორის  რა  სხვაობაა  და  რა  საერთო  ნიშნები  გააჩნიათ.  გააანალიზებენ და  გამოიკვლევენ  როგორ  შეიცვალა  მათი  როლი  15  საუკუნის  შემდეგ.  ამის  მერე  გააკეთებენ  პრეზენტაციას  და  წარუდგენენ  აუდიტორიას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            




суббота, 3 июня 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დავიწყეთ    ბლოგების  გახსნით  და  პროექტის  იდეების  განხილვით.  შევიტანეთ  ცვლილებები  და დავხვეწეთ.  ვისწავლეთ ბლოგში  საქაღალდეების შექმნა,  დრაივში  მუშაობა, ატვირთვა და შენახვა.  ვისწავლეთ  ვირტუალურ  დისკზე  ინფორმაციის  შენახვა.  დღე  მეტად  ხალისიანი  და  წარმატებული  აღმოჩნდა.


მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დასასრულს  უახლოვდება. დღეს  გადავხედეთ  წინა  ტრენინგის  მასალებს. ასევე გადავხედეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  ...