среда, 28 июня 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დასასრულს  უახლოვდება. დღეს  გადავხედეთ  წინა  ტრენინგის  მასალებს. ასევე გადავხედეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  რუბრიკების  ადაპტირებას.ტრენერმა  დაგვავალა  პორტფოლიოს  მოწესრიგება, მან  გადახედა  ჩვენს  ბლოგებს, შეგვახსენა  რომ  ბლოგზე  ყველაფერი  თანმიმდევრობით  უნდა  გვქონდეს  დალაგებული.  განვიხილეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონი, დაგვევალა  გავწეროთ  სასწავლო  პროცედურები.მოვახდინეთ  პორტფოლიოს  გადამოწმება, თუ  რომელ  საქაღალდეში  რა  უნდა  იყოს  მოთავსებული.დაღლილები  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს, მეცხრე დღემდე  რამდენიმე  დღე  გვაქვს  შუალედი,  გოგონები  ერთმანეთს  ეუბნებოდნენ  რომ  მოენატრებოდათ  ერთმანეთი.

вторник, 27 июня 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე  საკმაოდ  დატვირთული  აღმოჩნდა. გადავხედეთ წინა  დღის  მასალას, დავაზუსტეთ  ბუნდოვანი  საკითხები. გავიხსენეთ  ბლოგზე  როგორ  უნდა  დავდოთ  ვიდეოები.განვიხილეთ  მოსწავლის  ნაშრომები, მივეცით  ერთმანეთს  უკუკავშირები, ტრენერისგან  მივიღეთ   რჩევები  საბოლოვო  შესწორებისათვის. ასევე  განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  ადაპტირება. შევავსეთ  კითხვარი  დიფერენცირებულ  სწავლებაზე. დღის  ბოლოს  დაღლილები  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს,

пятница, 23 июня 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

         
           მიუხედავად  იმისა,  რომ  ყველას  თავისი კომპიუტერი  არ  გვქონდა,  რადგან  გარემო  შევიცვალეთ  სხვადასხვა მიზეზების  გამო  და  ვიმუშავეთ  წყვილებში, დღე  საკმაოდ  დატვირთული  და  ხალისიანი  აღმოჩნდა.  განვიხილეთ  რამდენიმე  მოსწავლის  ნაშრომი  და  ერთმანეთს  მივეცით  უკუკავშირი.  ასევე  მივიღეთ  რჩევები  ტრენერისგან. ვისაუბრეთ  ბლოგზე  როგორ  უნდა  დავდით  სურათები  და  ვიდეოები,  როგორ  გადავიტანოთ  პრეზენტაცია  ბლოგზე.  დავალებად  მოგვეცა  საბოლოვოდ  იყოს  ჩამოყალიბებული  მოსწავლის  ნაშრომი  და  ბლოგზე  ატვირთული.  ასევე  უნდა  წავიკითხოთ  მოდული-5,  რომ   შეძლოთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  ადაპტირება  და  დრაივში  შენახვა.

საავტორო უფლებები


четверг, 22 июня 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია.


          ტრენინგების  გაგრძელებასთან  ერთად  მისი  სირთულეებიც  იზრდება.  გადავხედეთ   წინა  დღის  ნამუშევარს  პროექტის  შაბლონზე  და  მივეცით  კოლეგებს  უკუკავშირი.  გავეცანით  როგორი  შეიძლება  იყოს  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი.
         ჩემთვის  ძალიან  საინტერესოა   პროექტებით  სწავლება,  რასაც  ხშირად  გამოვიყენებ  მოსწავლეებთან  მუშაობის  პროცესში.
          მე-5  დღის  რეფლექსია  გაცილებით  რთული  და  საინტერესო  იყო.  საკმაოდ  დაღლილები  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს.

среда, 14 июня 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია




     მეოთხე  დღე  ხალისიანად  დაიწყო. გავამახვილეთ  ყურადღება  მოსწავლეთა მისაღწევ  მისნებზე,  ძირითადად  ვიმუშავეთ  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე.  მივიღეთ  რჩევები  და  უკუკავშირები  კოლეგებისგან.  პირადად  მე  ბევრი რამ  გავიგე  ამ  კითხვებთან  დაკავშირებით,  თუ  როგორ  უნდა დავაინტერესო  ბავშვი  და  ჩავრთა  მუშაობაში.  პროექტებით  სწავლება  თანდათან  რთულდება,  მაგრამ  ვფიქრობ  დაძლევადი  იქნება.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დასასრულს  უახლოვდება. დღეს  გადავხედეთ  წინა  ტრენინგის  მასალებს. ასევე გადავხედეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  ...